დღევანდელი დღე განპირობებულია მიმართულებადაკარგული მთვარის ნეგატიური ენერგიებით, რამაც შესაძლოა ყურადღების დეფიციტი გამოიწვიოს და არასასურველი ტრავმებისა და ავარიების მიზეზი გახდეს. ასევე დღე გეომაგნიტურია, რაც ჯანმრთელობას გარკვეულ პრობლემებს შეუქმნის, ასე რომ, აუცილებლად გამოიყენეთ წამლების პროფილაქტიკა.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – კარგი დღეა თვითშემეცნებისათვის, მცენარეების მოვლისათვის, მოერიდეთ მსხვილ კაპიტალდაბანდებებს, ახალი საქმეების დაწყებას, მოგზაურობას, ადგილსამყოფელის შეცვლას.
ჯანმრთელობა – სუსტდება შარდ-სასქესო, რეპროდუქციული სისტემა და ცხვირის ზონა.
დღის ფერები და მინერალები – წითელი, ლურჯი, ცისფერი, შავი და ყვითელი. მინერალებიდან გამოიყენეთ ოპალი, ოფსიდიანი, თოფაზი, ონიკსი და იასპი, აღნიშნული ქვები თქვენდამი დადებით კოსმოსურ ენერგიებს მოიზიდავს.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ქალწულის, მორიელისა და თხის რქისათვის, დაძაბულია ვერძისა და ტყუპებისათვის.
