LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“25 მილიონი ეკლესიისთვის ძალიან ცოტაა, ვიხრჩობით ვალებში… ჩემი ავტობომობილის ღირებულება 42 ათასი დოლარი იყო, პატიოსანმა ადამიანმა შემომწირა” – მეუფე ნიკოლოზი

“მე მაქვს 500 ათასი ლარი ეპარქიაში სასწავლო ცენტრისთვის და მინდა გითხრათ, რომ ვიხრჩობით ვალებში”, – ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა განაცხადა. მისი თქმით, სახლმწიფოსგან საპატრიარქოს 25 მილიონით დაფინანსება არ არის საკმარისი, რის გამოც მისი ეპარქია “ვალებში იხრჩობა”.

“ჩვენ გვაქვს თანხა, რასაც საქართველოს სახელმწიფო გვიხდის. ესაა კონსტიტუციური შეთანხმების ამოქმედება, ოღონდ 25 მილიონი საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიისთვის ძალიან ცოტაა. მე მაქვს 500 ათასი ლარი ეპარქიაში სასწავლო ცენტრისთვის და მინდა გითხრათ, რომ ვიხრჩობით ვალებში. ჩემი ავტობომობილის საბაზრო ღირებულება იყო 42 ათასი დოლარი 2006 წელს. პატიოსანმა ადამიანმა რომ ნახა რა მანქანით დავდიოდი ჯავახეთში, ძველით, რაღაც ისეთით, შევეცოდე და შემომწირა. მინდა გითხრათ, 2006-დან დღემდე აბსოლუტურად გავცვითე, ისეთ ადგილებში დავდივარ”, – აცხადებს მეუფე ნიკოლოზი..