LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევები 615-მდე გაიზარდა

საქართველოში, ბოლო 24 საათში “კოვიდ 19”-ის მხოლოდ 5 ახალი დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა და მთლიანობაში მათმა რიცხვა 615-ს მიაღწია.

აქედან გამოჯანმრთელდა 275 ადამიანი, ხოლო გარდაიცვალა 9 პაციენტი.

ამ ეტაპზე კარანტინის რეჟიმში 5002 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 485.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა კვლავ სამია.