LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – 7 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

დღეს სავსემთვარეობაა, მოიმატებს უგუნებობისა და ტრავმების ალბათობა. აკონტროლეთ ემოციები. ასევე დღე გეომაგნიტურია, რაც ჯანმრთელობას გარკვეულ პრობლემებს შეუქმნის, ასე რომ, აუცილებლად გამოიყენეთ წამლების პროფილაქტიკა. ნუ აყვებით პროვოკაციებს და მოერიდეთ კომფლიქტურ სიტუაციებს.

პოზიტიური და ნეგატიური დღე –  ნეგატიური დღეა ნოტარიული სამიანობისთვის, საბუთების გასაფორმებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. მოერიდეთ სხივურ თერაპიასა და რენტგენის გაკეთებას. ნეგატიური დღეა ადგილსამყოფელის შესაცვლელად.

ჯანმრთელობა – დღეს სუსტდება შარდ-სასქესო რეპროდუქციული სისტემა და ცხვირის ზონა, ოპერაციებს ამ ორგანოებზე, განსაკუთრებული საჭიროების გარდა ნუ გაიკეთებთ.

დღის ფერები და მინერალები – ყვითელი, ლურჯი, ცისფერი, მწვანე და თეთრი. მინერალებიდან გამოიყენეთ ოპალი, თოპაზი, გიშერი, ამეთვისტო და იასპი.

ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიური დღეა კუროს, კირჩხიბისა და თევზებისათვის, ნეგატიურია დღე  ლომთათვის, სასწორთათვის, მშვილდოსანთათვის და მერწყულთათვის.