სიმსივნის დიაგნოზით გოგონა, რომელსაც ქიმიოთერაპიის მეოთხე ეტაპი საქართველოში უნდა გაეკეთებინა, თურქეთში გადაჰყავთ და ოჯახი თანხების მობილიზებას ცდილობს.
გთავაზობთ განცხადებას, რომელიც სოცქსელში გავრცელდა:
“ძვირფასო მეგობრებო,
აქამდე ვერ ვავრცელებდით ინფორმაციას, რადგან სიტუაცია დაულაგებელი და გაურკვეველი იყო ქიმიის მეოთხე ეტაპთან დაკავშირებით.
როგორც მოგეხსენებათ, ელენეს ეს მეოთხე ეტაპი უნდა გაეკეთებინა საქართველოში.
21 აპრილს მივიყვანეთ ელენიკო იაშვილის სახელობის კლინიკაში, გავატარეთ შესაბამისი პროცედურები და უკვე რომ უნდა დაეწყო პროცედურა, აღმოჩნდა რომ კლინიკას არ გქონდა შესაბამისი მედიკამენტი და გვთხოვდნენ კლინიკაში მოცდას, ან ჩვენი სახსრებით მობილიზებას, რაც ასე სწრაფად შეუძლებელი იყო. ეს და კიდევ მრავალი მიზეზი გახდა იმისა, რომ ელენე ისევ სახლში დაბრუნებულიყო და გაგვეგრძელებინა მცდელობა მისი თურქეთში გადაყვანის, რაც ისევ და ისევ დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული.
დღეს, დიდი ხნის ლოდინის შემდეგ, მივიღეთ თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროდან თანხმობა პაციენტის ქვეყანაში შეშვებაზე. უახლოვეს დღეებში ელენე უნდა გაემგზავროს თურქეთში და ჩვენ ისევ გვჭირდება თქვენი გვერდში დგომა ფინანსურად.
გვესმის რომ ყველა დიდი ფინანსური და მორალური წნეხის ქვეშაა, შექმნილი ვითარების გამო, მაგრამ ძალიან, ძალიან გვჭირდება თქვენი დახმარება, რომ მივიყვანოთ საქმე ბოლომდე.
ელენეს უკვე დაუგვიანდა, თანაც ძალიან დიდი ხნით, ქიმიის გაკეთება და იმედი გვაქვს თქვენი თანადგომის ?
?თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ:
საქართველოს ბანკის ანგარიშზე
#GE12BG0000000161538671
ან პირადი ნომრით: #45001035843
მიმღები: გულნარა მახათაძე
?თიბისი ბანკი
#GE40TB7725445064300007
მიმღები: გულნარა მახათაძე
დანიშნულება: ელენესთვის
უცხოელი გულშემატკივრებისთვის შეიქმნა gofundme-გვერდი, სადაც შეგიძლიათ VISA ან Mastercard გამოიყენოთ!
https://www.gofundme.com/f/saveeleneslife
…
და PayPal:
https://www.paypal.me/Elenestvis?locale.x=en_US”.

