ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ მომღერალი და რეალითი შოუს ვარსკვლავი, ეშლი სიმპსონი მესამე ბავშვზეა ორსულად. ამ განცხადების შემდეგ, 35 წლის ვარსკვლავი საზოგადოების წინაშე პირველად გამოჩნდა.
მას ვარდისფერი კომბინეზონი ეცვა, უცნაური დიზაინის პირბადე ეკეთა და იოგურტს მიირთმევდა.

შეგახსენებათ, რომ ეშლი და მისი მეუღლე, ევან როსი უკვე ზრდიან საერთო შვილს, 4 წლის ქალიშვილს, ხოლო ეშლი სიმპსონს პირველი ქორწინებიდან 11 წლის ვაჟი ჰყავს.

