LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – 8 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

დღევანდელი დღე განპირობებულია მიმართულებადაკარგული მთვარის ნეგატიური ენერგიებით, რამაც შესაძლოა ყურადღების დეფიციტი გამოიწვიოს და არასასურველი ტრავმებისა და ავარიების მიზეზი გახდეს.

პოზიტიური და ნეგატიური დღე  – კარგი დღეა შემოქმედებითი სამუშაოებისთვის, მგზავრობისთვის, სწავლისა და იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად. კარგი დღეა ასევე ხელშკრულებების გასაფორმებლად და ანტიკვარიატის შესაძენად. მოერიდეთ მშენებლობას.

ჯანმრთელობა – სუსტდება ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, საზარდულის მიდამო, მენჯ-ბარძაყის ძვალი.

დღის ფერები და მინერალები  – წითელი, ყვითელი, ლურჯი, ცისფერი და იისფერი. მინერალებიდან გამოიყენეთ ფირუზი, იაგუნდი, ლაზურიტი, სერდოლიკი და ცირკონი, აღნიშნული ქვები თქვენდამი დადებით კოსმოსურ ენერგიებს მოიზიდავს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ვერძთათვის და ტყუპებისთვის,  დაძაბულია ქალწულისა და მორიელისთვის.