LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორონავირუსის პერიოდში ჩვენმა კლინიკამ 154 პაციენტი მიიღო, აქედან 95 გავწერეთ – ლევან რატიანი

“რაც კორონავირუსთან ბრძოლა დავიწყეთ, ჩვენმა კლინიკამ 154 დადასტურებული შემთხვევა მიიღო, აქედან 95 პაციენტი გვყავს გაწერილი”,- ამის შესახებ კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განაცხადა.

მისი თქმით, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკიდან დღეს, კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული კიდევ ერთი პაციენტი გაეწერება.

როგორც რატიანი განმარტავს, კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტები მათი კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში აღარ იმყოფებიან.

„ამ ეტაპზე კლინიკაში 78 პაციენტი გვყავს, აქედან 58 დადასტურებული შემთხვევაა, ერთი გამოჯანმრთელებული ეწერება. დაახლოებით, 11 პასუხს ველოდებით განმეორებით ტესტირებაზე და დღის მეორე ნახევარში ვნახოთ რა შედეგს მივიღებთ. რეანიმაციაში მყოფ პაციენტებს – საუბარია სამ პაციენტზე, რომლებიც კორონადადებითი იყვნენ, ორჯერადად ჩატარებული კვლევის შედეგად, კორონავირუსი არ დაუდასტურდათ. ერთი პაციენტი, რომელიც არის 46 წლის, ის აპარატიდან მოხსნილია და თერაპიულ განყოფილებაშია ჩაყვანილი, მისი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. 2 ახალი შემთხვევა გვაქვს, ველოდებით მათ პასუხებს, პირველადი სწრაფი ტესტებით პასუხი დადებითია და ვნახოთ რა პასუხს მივიღებთ ლუგარიდან. დანარჩენ შემთხვევაში, არანაირი უარყოფითი ჩვენება არც ერთ პაციენტთან არ დასტურდება”,-განაცხადა ლევან რატიანმა.