LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორონავირუსით ინფიცირების 3 ახალი შემთხვევა და 9 გამოჯანმრთელებული

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 9-ით გაიზარდა.

საერთო ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობა 626 გახდა, ხოლო გამოჯანმრელდა 297 პაციენტი. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.

კარანტინის რეჟიმშია 4702 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 459 პირი.

ინფორმაციისთვის, 626 ადამიანიდან 297 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 10 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.