“ჩვენი რეკომენდაცია არის, რომ ქვეყანაში ყველა ტიპის ტესტი იყოს და მთავარი, ოქროს სტანდარტი, რაზეც ხშირად ჩემზე მიდის სხვადასხვა შარჟები, ოქროს რატომ ეძახისო, დიახ, ოქროს სტანდარტია – პისიარ ტესტი,”- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ონლაინ პრესკონფერენციისას განაცხადა.
ამასთან, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოში თანდათან გაფართოვდა „პისიარ“ ტესტირება და დღევანდელი რიცხვით, 33 ათასამდე ადამიანის „პისიარ“ კვლევაა ჩატარებული.
„ბოლო 10 დღის განმავლობაში სადღაც ჩვენ 1000-1500 საშუალო ყოველდღიური ტესტირების მაჩვენებელი გვაქვს, მიუხედავად ტესტირების გაფართოებისა, ასევე საიმედო ინდიკატორია გვაქვს, რომ გამოვლენის მაჩვენებელი საკმაოდ დაბალია. ეს არაპირდაპირი ინდიკატორია იმისა, რომ ინფექცია მთლიანად საზოგადოებაში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ არ ტრიალებს დიდი ინტენსიობით, მაგრამ ეს არ გვაძლევს არავითარი დამშვიდების უფლებას, რადგან ინფექცია ჯერჯერობით არის“, – აღნიშნა გამყრელიძემ.
ავადობის რიცხვი იზრდება ყველა ქვეყანაში, თუმცა ე.წ. შენელების ზრდის დინამიკა იგრძნობა: გამყრელიძე
