LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მენატრება შვილიშვილებს ჩავეხუტო” – რას გააკეთებენ პანდემიის შემდეგ, იმნაძე, გამყრელიძე, ზახაშვილის პასუხები (ვიდეო)

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, მისმა მოადგილემ  და ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დღეს გამართულ ონლაინ პრესკონფერენციაზე კორონავირუსთან დაკავშირებით ქვეყანაში შექმნილი სიტუაცია კიდევ ერთხელ მიმოიხილეს და აქტუალურ შეკითხვებს უპასუხეს.

რა გენატრებათ ყველაზე მეტად და რას გააკეთებთ პანდემიის დასრულების შემდეგ? – ეს იყო ფეისბუქლაივის ბოლო შეკითხვა.

პაატა იმნაძის თქმით, მას ყველაზე მეტად შვილიშვილებთან ჩახუტება ენატრება.

„ვნახავ შვილიშვილებს და ჩავეხუტები, მენატრება, რომ ჩავეხუტო ჩემს შვილიშვილებს“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

ამირან გამყრელიძის თქმითაც, უნდა, შვილიშვილებთან ერთად რაჭაში წავიდეს.

„შვილიშვილები ყოველდღე მეუბნებიან, რაჭაში თუ წაგვიყვანო და მინდა, რომ ყველა ჩემს შვილიშვილთან ერთად წავიდე რაჭაში. თუ დამთავრდა ეს პანდემია, წავალთ ერთად“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

„ავიღებ შვებულებას და წავალ დასასვენებლად. პანდემიის შემდეგ ხომ მომცემთ, ბატონო ამირან, შვებულებას“, – აღნიშნა ხათუნა ზახაშვილმა.

 

იხილეთ უფრო ვრცლად დღევანდელ ონლაინ პრესკონფერენციაზე გაკეთებული სხვა მნიშვნელოვანი განცხადებები:

დავრჩეთ სახლში, მაგრამ გამოვიდეთ ხოლმე ხანდახან…კარგია სუფთა ჰაერზე” – იმნაძე

ავადობის რიცხვი იზრდება ყველა ქვეყანაში, თუმცა ე.წ. შენელების ზრდის დინამიკა იგრძნობა: გამყრელიძე

თუ ეპიდსიტუაცია მოგვცემს საშუალებას, კერძო ავტომობილებში უნდა დაიშვას, რომ მძღოლის გარდა ორზე მეტი მგზავრი განთავსდეს – ხათუნა ზახაშვილი

პაატა იმნაძე გირჩევთ: როგორ უნდა დაგეგმონ ბავშვიანმა ოჯახებმა ზაფხულის სეზონი

ბევრ კარგ ტრადიციაზე მოგვიწევს უარის თქმა, განსაკუთრებით დიდ ქორწილებსა და დაბადების დღეებზე: გამყრელიძე