რუსეთში ცნობილი ქართველი ექიმი, ზაალ გიორგაძე 67 წლის ასაკში, კორონავირუსით გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
რუსული მედია წერს, რომ ზაალ გიორგაძე უამრავ პაციენტს დაეხმარა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებაში, მათ შორის, რუსეთის მუფტის მოადგილეს, რაფიკ ფატახეტდინოვს.
ასევე წერენ, რომ მას სახლში დარჩენა შეეძლო, მაგრამ თავის კოლექტივთან ერთად ეპიდემიასთან ბრძოლის წინა ხაზზე იდგა.
ზაალ გიორგაძე მეოთხე საუნივერსიტეტო კლინიკური საავადმყოფოს მთავარი ექიმის მოადგილე იყო.
