LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაზე დასამახსოვრებელი კაბები „კანის“ ფესტივალის 74 წლიანი ისტორიიდან

წელს კორონავირუსის პანდემიის გამო, „კანის“ კინოფესტივალს ვერ ვიხილავთ, ის მიმდინარე კვირას უნდა გამართულიყო. თუმცა, თუკი წითელ ხალიჩაზე, სხვადასხვა გლამურულ კაბაში  მოსეირნე ვარსკვლავები შემოგაკლდათ, შეგიძლიათ წარსული დაჯილდოებების ცერემონიალები გაიხსენოთ  და „კანის“ ისტორიაში ყველაზე დასამახსოვრებელ კაბებს გადახედოთ.

წითელ ხალიჩას თავსი ეტიკეტი აქვს – საღამოს კაბა და კლასიკური ფეხსაცმელი. თუმცა, ვარსკვლავები ეტიკეტს ხშირად არღვევენ და წითელი ხალიჩას ,,ბრძოლის ველად” აქცევენ ხოლმე, რათა ყველაზე დახვეწილი გემოვნების მქონე ვარსკლავად წარმოაჩინონ თავი.

სიგურნი უივერი, შერონ სტოუნი, სოფი მარსო, ქემერონ დიასი, კენდალ ჯენერი, ბელა ჰადიდით და კიდევ უამრავი ვარსკვლავი, – გთავაზობთ 74 წლიანი ისტორიის მქონე „კანის“ დაჯილდოების ცერემონიალიდან ყველაზე გულახდილ, სექსუალურ, გამომწვევ  და დასამახსოვრებელ კაბებს.