“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ საპატიმრო დაწესებულება გუშინ, 15 აპრილს დატოვა.
ის პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე გაათავისუფლეს.
გუშინვე, უგულავას სახლში მისვლისას, მხარდამჭერებმა და თანაგუნდელებმა სიურპრიზი მოუწყვეს. ისინი ყოფილ მერს სახლში დახვდნენ.
ამჯერად, სოციალურ ქსელში ვრცელდება ემოციური ვიდეო, თუ როგორ შეხვდა უგულავას თავისი 3 თვის უნახავი ძაღლი.
ვიდეოს “ტვ პირველი” ავრცელებს.
