LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნარკოდანაშაულისთვის ოთარ ფარცხალაძის ძმა დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის ძმა დააკავა.

თორნიკე ფარცხალაძე ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს.

ფარცხალაძის ჩხრეკისას სამართალდამცავებმა ერთი აბი „სუბოქსინი“ ამოიღეს.

როგორც “ფორტუნას” შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ექვს წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.