LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საკარანტინო ზონიდან თერჯოლის ცხელების ცენტრში გადაყვანილ პირს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩნდა

საკარანტინო სივრციდან თერჯოლის ცხელების ცენტრში გადაყვანილ პირს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩნდა.

ექიმების შეტყობინების საფუძველზე, სამედიცინო დაწესებულებაში შსს-ს თანამშრომლების მიერ შესაბამისი შემოწმების შემდეგ პირი დააკავეს.

აღსანიშნავია ისიც, რომ შემოწმების შედეგად პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, მის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით დაიწყო.