LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბოლნისში კორონავირუსით დაინფიცირების 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ბოლნისში, სოფელ მუშევანში კორონავირუსით დაინფიცირების 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ბოლნისის მუნიციპალიტეტში კოვიდ19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა ამ დროისათვის 149-ს შეადგენს.

ორი ახალი შემთხვევა აქამდე გამოვლენილ ინფიცირებულებთან კონტაქტია.

ამ დროისთვის სოფელ მუშევანში კოვიდინფიცირების 44 შემთხვევაა დაფიქსირებული. სოფელში მკაცრი საკარტინე რეჟიმი მოქმედებს.