LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძველ რეჟიმში ცხოვრებას ვეღარ გავაგრძელებთ, ეს გამორიცხულია: კულუმბეგოვი

„სანამ ამ დაავადებასთან ბრძოლის გარდამტეხი ფაქოტრები (ვაქცინა, მედიკამენტი) არ იქნება, ძველ რეჟიმში ცხოვრებას ვეღარ გავაგრძელებთ, ეს გამორიცხულია,”-  ამის შესახებ იმუნოლოგ-ალერგოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა „პალიტრა ნიუსის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, შეზღუდვები მოიხსნა, მაგრამ მოქალაქეებს კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობა დაეკისრათ.

“ხედავთ, სადამდე მიდის პანიკური ფანტაზიები? მაგ ლოგიკით მამაო, იქნებ გემრიელი სადილის დროს “გჩიპავენ” – დეკანოზი ლომიძე ვაქცინაზე

„სანამ ამ დაავადებასთან ბრძოლის გარდამტეხი ფაქოტრები ვაქციან, მედიკამენტი) არ იქნება, ძველ რეჟიმში ცხოვრებას ვეღარ გავაგრძელებთ, ეს გამორიცხულია. ჩვენ მოდუნების უფლება არ გვაქვს. რადგან შეიძლება ნებისმიერ დროს ინფექციამ თავი იჩინოს. ეს იმდენად მაღალი გავრცელების უნარის მქონე ვირუსია, ფაუჩი მას ცეცხლს ადარებს და ამბობს, რომ ვირუსი როგორც ცეცხლი ისე ვრცელდება. ამიტომ ჩვენ ცეცხლის კერები შენარჩუნებული გვაქვს, ჩვენი ეპიდემიოლოგები გამალებით იბრძვიან, რომ ცეცხლის კერები სხვაგან არ გავრცელდეს“, – აღნიშნა ბიძინა კულუმბეგოვმა.

შეგახსნეებთ, ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული 701 შემთხვევა ფიქსირდება, აქედან 432 უკვე გამოჯანმრთელდა. სამწუხაროდ, “კოვიდ 19”-ს  ქვეყანაში სულ 12 ადამიანი ემსხვერპლა.