LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ ერთობა პატარა ნიკოლა მამასთან – ანუკი არეშიძემ მამა-შვილს ჩუმად გადაუღო

თბილისის მერის, კახა კალაძის მეუღლე ანუკი არეშიძე სოციალური ქსელის აქტიური მომხმარებელია. ის ინსტაგრამზე ხშირად ავრცელებს ოჯახთან ერთად გადაღებულ ფოტოებს და ვიდეო ისტორიებს.

ცოტა ხნის წინ, ანუკი არეშიძემ სახლის ეზოში გადაღებული მორიგი უსაყვარლესი ვიდეო გამოაქვეყნა. უქმეების მოახლოებას განსაკუთრებულად მისი ოთხი ვაჟი ელოდება. როგორც ჩანს, თბილისის მერი თითოეულ მათგანს თავისუფალ დროს უთმობს.