LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ეჰ ნიკა, ”ჟიზნ ნე სახარ”, გული არ გაიტეხო”- მღვდელი ანთიმოზ ბიჩინაშვილი ბასილაშვილს მიმართავს

მამა ანთიმოზ ბიჭინაშვილი, რომელიც ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის გარშემო მიმდინარე პროცესებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

“Nikoloz Basilashvili. ეჰ ნიკა, ”ჟიზნ ნე სახარ”, გული არ გაიტეხო. ღმერთმა ძალა მოგცეს და გაგაძლიეროს განსაცდელის ჟამს!
ცხოვრება გრძელდება.
არქ.ანთიმოზ ივერიელი”- წერს მამა ანთიმოზ ბიჭინაშვილი.

ცნობილ ჩოგბურთელს დღეს აღკვეთ ღონისძიებად 100 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეუფარდეს. მას არასწრულწლოვანის თანდასწრებით ყოფილ ცოლზე ძალადობას ედავებიან.

პროცესის შემდეგ ჩოგბურთელის ადვოკატმა ირმა ჭკადუამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ბასილაშვილი ბრალს არ აღიარებს.

“არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია. მტკიცებულებები არ არსებობს” – ადვოკატი ბასილაშვილზე

ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე ნეკა დოროყაშვილი აცხადებს, რომ ბასილაშვილმა მას ფიზიკური დაზიანებები მიაყენა, ყოფილი მამამთილი კი მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით გარკვეული საგნით გამოეკიდა.

ვინ არის ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე, რომელიც მას ძალადობაში ადანაშაულებს (ფოტოები)

წყვილის სოციალურ ქსელში დიდი ხანია მათი ერთობლივი ფოტოები აღარ იდებ და ნეკაც საზოგადოებაში საქორწინო ბეჭდის გარეშე ჩანს.