“ვგმობთ ყოველგვარ ძალადობას, მაგრამ ამავე დროს მოვუწოდებთ ყველა მხარეს დაიცვან უდანაშაულობის პრეზუმფცია”, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია. კომიტეტის მიმართვაში აღნიშნულია, რომ მსოფლიოს 27-ე ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი შრომისმოყვარე, მშვიდი და გაწონასწორებული პიროვნებაა.
“საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი წუხილს გამოთქვამს ცნობილი ქართველი ჩოგბურთელის ნიკოლოზ ბასილაშვილის ირგვლივ განვითარებული ამბების გამო. ჩვენ მას ვიცნობთ, როგორც ნიჭიერ სპორტსმენს, შრომისმოყვარე, მშვიდ და გაწონასწორებულ პიროვნებას, რომელმაც სწორედ სპორტული დისციპლინის, დიდი შრომისა და თავდადების ფასად შეძლო მნიშვნელოვანი გამარჯვებები მოეპოვებინა ქართული სპორტისთვის, მონაწილეობა მიეღო 2016 წლის ოლიმპიურ თამაშებში.
სამწუხაროა, რომ ამ დღეებში მომხდარი ინციდენტის გამო, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა ნიკოლოზ ბასილაშვილის პიროვნული რეპუტაცია.
ჩვენ, რა თქმა უნდა, ვგმობთ ყოველგვარ ძალადობას, მაგრამ ამავე დროს მოვუწოდებთ ყველა მხარეს დაიცვან უდანაშაულობის პრეზუმფცია და სასამართლო განაჩენის დადგომამდე თავი შეიკავონ დაუსაბუთებელი ბრალდებებისგან,”- აღნიშნულია განცხადებაში.
ნეკა დოროყაშვილმა გეგმები შეცვალა – სკანდალური პრესკონფერენცია აღარ იქნება?
შეგახსენებთ, საქართველის პირველ ჩოგანს, ნიკოლოზ ბასილაშვილს, ყოფილი მეუღლე ნეკა დოროყაშვილი ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. სამართალდამცველებმა სპორტსმენი 2020 წლის 22 მაისს დააკავეს, 24 მაისს კი ის სასამართლომ 100 00 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
ვინ არის ნიკოლოზ ბასილაშვილი: საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელი
