LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირველ რიგში ავტობუსებისა და მეტროს მოძრაობა უნდა აღდგეს – ცერცვაძე

კორონავირუსის გავრცელების რისკის მხრივ, ტურიზმზე ნაკლები, მაგრამ მაინც სერიოზული პრობლემა ტრანსპორტის ამუშავებას უკავშირდება, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა განაცხადა.

ამასთან, თენგიზ ცერცვაძის თქმით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე შეზღუდვა მუდმივად ვერ დარჩება და მიაჩნია, რომ პირველ რიგში ავტობუსებისა და მეტროს მოძრაობა უნდა აღდგეს.

“აშკარაა ყველასთვის, რომ ეს დიდხანს ვერ გაგრძელდება, ვინაიდან იმისთვის, რომ ქვეყანა გაიხსნას, ადამიანებმა სრულფასოვნად იცხოვრონ და ეკონომიკა გაცოცხლდეს, აუცილებელი პირობაა,  ადამიანებს ჰქონდეთ გადაადგილების საშუალება. ყველას საკუთარი მანქანა არ ჰყავს, ამიტომ უნდა აღდგეს პირველ რიგში ავტობუსებისა და მეტროს მოძრაობა და შემდეგ ალბათ შეიძლება ვიფიქროთ სამარშრუტო ტაქსებზე“,- განაცხადა ცერცვაძემ.

მისივე შეფასებით, შესაძლებელია ავტობუსებისა და მეტროს მოძრაობის აღდგენა, ოღონდ გარკვეული რეგულაციების დაცვით.

ტრანსპორტი უახლოეს პერიოდში ამუშავდება, იმაზე მალე, ვიდრე ვგეგმავდით: ეკონომიკის მინისტრი