LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მარნეულსა და თეთრიწყაროში კანალიზაციის წყლებს ვიკვლევთ, ადვილი არაა“ – პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ „ფორტუნასთან“ ვირუსის ცირკულაციის  დადგენის იმ მეთოდზე ისაუბრა, რომელიც მარნეულსა და თეთრიწყაროში ჩატარდა.

იმნაძის თქმით, კანალიზაციის წყლები გამოიკვლიეს, იმის დასადგენად იყო თუ არა კორონავირუსი.

„კანალიზაციის წყლებში ვამოწმებთ, ხომ არ არის კორონავირუსი და ვირუსი ფეკალურ მასებთან ერთად, სადმე ხომ არ ცირკულირებს. ეს ადვილი კვლევა არაა და მის ჩატარებას ბევრი განვითარებული ქვეყანა ვერ ახერხებს. კვლევას ლუგარში ვატარებთ. საბედნიეროდ, ყველა პასუხი ნეგატიურია“, – განგვიცხადა იმნაძემ.

„ფორტუნას“ კითხვაზე, რატომ გაიცა რეგულაცია, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში აკრძალულიყო კონდიციონერის გამოყენება, მაშინ, როდესაც თვითმფრინავებში სწორედ კონდიცირება იცავს ადამიანებს ვირუსის გავრცელებისგან, იმნაძე პასუხოს, რომ თვითმფრინავში ჰეპაფილტრებია.