LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში, სოფლად მოსახლეობის 23.7% სიღარიბის ზღვარს ქვევით ცხოვრობს, ქალაქში – 16.4%

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2019 წელს სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ ქვეყნის მოსახლეობის 19.5 იმყოფებოდა.

სოფლად სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის წილი შარშან 23.7 პროცენტი იყო, ქალაქში კი – 16.4 პროცენტი.

საქსტატის ცნობითვე, სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის წილი, 2019 წელს 2018 წელთან შედარებით, 0.6 პროცენტით არის შემცირებული. 2018 წელს სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ საქართველოს მოსახლეობის 20.1 პროცენტი ცხოვრობდა.