LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – 30 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

დღე გეომაგნიტურია, რაც ადამიანთა გულ-სისხლძარღვთა და ნერვულ სისტემას გარკვეულ პრობლემას შეუქმნის, რაც შესაძლოა თავის ტკივილების, უგუნებობისა და წნევასთან დაკავშირებული პრობლემების მიზეზი გახდეს, ამიტომ მეტად დაისვენეთ და წამლების პროფილაქტიკა გამოიყენეთ. ნუ დაეყრდნობით ემოციებს.

პოზიტიური და ნეგატიური დღე  – კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, ხელოვნებისთვის, დასუფთავებისთვის, საფინანსო-საბანკო ოპერაციებისთვის, სწავლისთვის, ვაჭრობისთვის, საქმიანი მიმოწერისთვის, მცენარეების დარგვა-გადარგვისთვის, დიეტის დასაწყებად და თმის შესაჭრელად.

ჯანმრთელობა – სუსტდება ნაწლავთა სისტემა, კუჭქვეშა ჯირკვალი და ელენთა.

დღის ფერები და მინერალები  – ვერცხლისფერი, ოქროსფერი, მწვანე, კრემისფერი და ყავისფერი. მინერალებიდან გამოიყენეთ ყვითელი და მწვანე იასპი, მალაქიტი, აქატი და ქრიზოპრაზი,  ეს  ქვები თქვენდამი დადებით კოსმიურ ენერგიებს მოიზიდავს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა მორიელის, თხის რქისა და თევზებისთვის, დაძაბულია დღე ვერძის ტყუპებისა, ლომის და მერწყულისათვის.