LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა

კახეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა  დადასტურდა.

როგორც ცნობილია, ვირუსი საერთაშორისო გადაზიდვების მძღოლს აღმოაჩნდა, რომელიც რუსეთიდან ჩამოვიდა. ის თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.

„მძღოლი რუსეთში იმყოფებოდა. სწორედ მას დაემგზავრა პირი, რომლიც გადაიყვანეს კარანტინში, სადაც მას დაუდასტურდა ვირუსი. ეს არის მისი კონტაქტი, რის შედეგადაც გამოვიძახეთ კატასტროფის ბრიგადა და გადავიყვანეთ თბილისში“, – განაცხადა საზოგადოევრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა მარიეტა გონაშვილმა.

ამ დრომდე, საქართველოში კორონავირუსი 783 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 605 უკვე გამოჯანმრთელდა.