რუხის საავადმყოფოში კორონავირუსისგან ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა.
მათგან ერთი თეთრიწყაროს კლასტერიდანაა, ხოლო მეორეს საზღვრის კვეთის ისტორია აქვს.
გამოჯანმრთელებულები კლინიკას დღეს დატოვებენ.
საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი ნიკოლოზ ქარცივაძე აცხადებს, რომ კლინიკაში სულ 19 პაციენტი მკურნალობს, აქედან ცხრა კოვიდინფიცირებულია, ხოლო ათი პაციენტი ცხელების ცენტრშია მოთავსებული.
