LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბოლნისში კორონავირუსის 18 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ბოლნისის მუნიციპალიტეტში დღეს „კოვიდ-19“-ის 18 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

როგორც ცნობილია, ახალ შემთხვევებს შორის 17 მუშევანიდანა, ხოლო ერთი შემთხვევა სამედიცინო პერსონალს უკავშირდება.

​სულ სოფელში 574 საკვლევი მასალა იყო აღებული. საერთო ჯამში ბოლო ორ დღეში 20 შემთხვევა დადასტურდა.

ამ დრომდე, მუშევანში კორონავირუსის 73 შემთხვევაა დადასტურებული.

სულ კი, ბოლნისის მუნიციპალიტეტში დადასტურდა 183 შემთხვევა, 3 გარდაცვალება და 83 გამოჯანმრთელება.

მუშევანი და გეტა ბოლნისის მუნიციპალიტეტში კვლავ ჩაკეტილი სოფლებია.