LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“კახეთში კორონავირუსის შემთხვევა არ დადასტურებულა” – ამირან გამყრელიძე განმარტებას აკეთებს

ამირან გამყრელიძე უარყოფს ინფორმაციას, რომ კახეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.

ის განმარტავს, რომ პირი რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, წარმოშობით არის კახეთიდან, თუმცა, კახეთში ინფექციის შემთხვევა არ დადასტურებულა.

ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა „ინტეპრესნიუსს“ განუცხადა.

„კახეთში არ დადასტურებულა, არის კახეთიდან წარმოშობით ადამიანი, რომელსაც საკარანტინე სივრცეში მყოფ ადამიანთან კონტაქტით, რუსეთიდან შემოსვლისას, დაუდასტურდა. კახეთში ინფექციის წყარო არ არის. წინასწარი ინფრომაციით, ის გახლავთ ტრაილერის მძღოლი, რომელიც შემოსულია ჩრდილოეთი მეზობლიდან. მიმდინარეობს კვლევა, ადამიანს დაუდასტურდა კარანტინში და მისი კონტაქტია ეს ადამიანი“,-განმარტა ამირან გამყრელიძემ.

კახეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა