LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იგეგმება თუ არა ნუცუბიძის რაიონის ჩაკეტვა – ზახაშვილის განმარტება ე.წ. საბურთალოს კლასტერზე

ე.წ. სა­ბურ­თა­ლოს კლას­ტერ­თან კონ­ტაქ­ტში მყო­ფი ყვე­ლა პირი კა­რან­ტინ­ში ან თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­შია. ამის შესახებ და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის გა­დამ­დებ და­ა­ვა­დე­ბა­თა დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლმა, ხათუნა ზახაშვილმა “პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა.

“კონ­ტაქ­ტში მყო­ფი ყვე­ლა პირი, რომ­ლე­ბიც წარ­მო­ად­გენ­დნენ რისკს შე­საძ­ლო ინ­ფი­ცი­რე­ბის თვალ­საზ­რი­სით, არი­ან ან კა­რან­ტინ­ში ან მკაც­რი იზო­ლა­ცი­ის პი­რო­ბებ­ში, სა­დაც ისი­ნი ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის ქვეშ არი­ან. აწარ­მო­ე­ბენ ჯან­მრთე­ლო­ბის თვით­მო­ნი­ტო­რინგს და ნე­ბის­მი­ე­რი სიმპტო­მის გა­მო­ხატ­ვის­თა­ნა­ვე მოხ­დე­ბა მათი ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცია, შემ­დგო­მი დი­აგ­ნოს­ტი­კის მიზ­ნით” – გა­ნა­ცხა­და ხა­თუ­ნა ზა­ხაშ­ვილ­მა.

მისივე გან­ცხა­დე­ბით, ე.წ სა­ბურ­თა­ლოს კლას­ტერ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ნუ­ცუ­ბი­ძის რა­ი­ო­ნის ჩა­კეტ­ვა არ იგეგ­მე­ბა.

არსებობს ალბათობა, რომ ე.წ. საბურთალოს კლასტერის მსგავსი ახალი კლასტერები ჩამოყალიბდეს: ეპიდემიოლოგი

შეგახსენებთ, საბურთალოს რაიონში კორონავირუსის შემთხვევები გასულ კვირას გამოვლინდა. ე.წ. საბურთალოს კლასტერში 23 ინფიცირებულია, წყარო კი კლინიკის სამედიცინო პერსონალია.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი 794 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 624 უკვე გამოჯანმრთელდა.