1-5 ივნისს საქართველოში სითბოს ფონზე დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა. ამის შესახებ ინფრომაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
“3-4 ივნისს იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +24, +29, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +29, +34 გრადუსია მოსალოდნელი”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
რაც შეეხება დედაქალაქს, აქ ტემპერატურა 30, 32 გრადუსამდე დათბება. ღამისა და საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ხოლო 3 ივნისს, დღის მეორე ნახევრიდან და 4 ივნისს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი იქროლებს.
