მასზე ახლობლები ამბობენ, რომ ყოველთვის გამორჩეული იყო. 103 წლის ასაკში კი კორონავირუსი დაამარცხა და გამოჯანმრთელება ცივი ლუდით აღნიშნა.
საუბარია მასაჩუსეტსში მცხოვრებ ჯენი სტენაზე. ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ლუდი მისი საყვარელი სასმელია.
როდესაც მიმდინარე წლის აპრილში ქალბატონ სტენას კორონავირუსი დაუდასტურდა, მის გამოჯანმრთელებას ბევრი არ ელოდა, თუმცა სასწაული მოხდა და ჯენის ვირუსზე ტესტირებამ უარყოფითი შედეგი აჩვენა.
ამ დროისთვის აშშ-ში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა მძიმეა. კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობით ქვეყანა მსოფლიოში პირველ ადგილს იკავბს.
