საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 11-ით გაიზარდა და 794-ს მიაღწია. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე განახლდა.
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 19-ით გაიზარდა და 624 გახდა.
ამ ეტაპზე კარანტინის რეჟიმშია 2494, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 301 ადამიანი იმყოფება.
გარდაიცვალა 12 ადამიანი.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.
