რუსეთის ეპიდემიოლოგიისა და მიკრობიოლოგიის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, რუსეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მასობრივი წარმოება შესაძლოა, აგვისტოში დაიწყოს.
ალექსანდრ გინზბურგის თქმით, ვაქცინის სავარაუდო წარმოების მიუხედავად, რუსეთის ყველა მოქალაქის ვაქცინაცია დაუყოვნებლივ არ მოხდება.
პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოსაცდელად 50 მოხალისე სამხედრო მოსამსახურე შეირჩა.
მოხალისეებმა სურვილი თავად გამოთქვეს.
კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან დღემდე რუსეთის თავდაცვის ძალებში 6, 5 ათასი სამხედრო დაინფიცირდა. მათ შორის 4,3 ათასი უკვე გამოჯანმრთელდა.
შეგახსენებთ, მსოფლიოს წამყვან სამედიცინო კლინიკებში კორონავირუსის ვაქცინის კლინიკური კვლევები რამდენიმე თვეა მიმდინარეობს, თუმცა საბოლოო შედეგები ჯერ არც ერთ კლინიკას არ გამოუქვეყნებია.
