LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში საცხოვრებელ კორპუსთან ახალშობილის გვამი იპოვეს

თბილისში, გლდანულაში საცხოვრებელ კორპუსთან ახალშობილის გვამი იპოვეს.

გავრცელებული ცნობებით, არასრულწლოვანმა დედამ ჩვილი სავარაუდოდ საცხოვრებელი სახლის ფანჯრიდან გადააგდო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 112-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.