LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“რეალი” “სანტიაგო ბერნაბეუზე” არ ითამაშებს: სამეფო კლუბს ახალი ფორმა ექნება

მადრიდის “რეალი” სეზონს “სანტიაგო ბერნაბეუზე” არ ჩაამთავრებს. მიზეზი სტადიონის რეკონსტრუქციაა.

“გადავწყვიტეთ დარჩენილი თამაშები “ალფრედო დი სტეფანოზე” გავმართოთ. ეს საშუალებას მოგცემს “ბერნაბეუზე” სამუშაოები წინ წავწიოთ”, – თქვა კლუბის პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა.

“ალფრედო დი სტეფანო” – “რეალის” სარეზერვო გუნდის “კასტილიის” სტადიონია.

ლა ლიგის შეჩერების მომენტში “რეალი” ლიდერ “ბარსელონას” 2 ქულით ჩამორჩება.

ესპანეთის ჩემპიონატი 12 ივნისს განახლდება დერბით – “სევილია”-“ბეტისი”.

თავად “რეალს” კი პირველი თამაში 14 ივნისს შინ უწევს “ეიბართან”.

 

ამასობაში სოცქსელებში გაჟონა “რეალის” 2020/21 წლების სეზონის ფორმამ. მაისურს ვარდისფერი სახელური აქვს ვეფხისებრი პრინტით.
ძირითადი ფერი ბუნებრივია ტრადიციული თეთრია.