LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფაით ევანსი ქმარზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს

როგორც ჩანს, ძლიერ სქესზე ფიზიკური ძალადობა ვარსკვლავურ ტენდენციად იქცა. გასულ წელს, გაირკვა, რომ ემბერ ჰარდი ჯონი დეპს სცემდა,  ამის შემდეგ  დეპს უამრავმა ადამიანმა დაუჭირა მხარი.

ოფიციალურად დადასტურდა: ემბერ ჰერდი ჯონი დეპს სცემდა

ასევე ცნობილი გახდა, რომ ჯონი დეპმა სასამართლოს ძალადობის ამსახველი ვიდეოკადრები უკვე  წარუდგინა, მათი რაოდენობა კი  87-ს აღემატება

ახლა კი ინფორმაცია გავრცელდა, რომ ცნობილი ამერიკელი მუსიკოსი, ფაით ევანსი ოჯახური ძალადობის ბრალდებით დააკავეს. მუსიკოსმა  მეუღლეს, Stevie J-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.  სახლში მისულ პოლიციას ნაცემი, სახეზე დაკაწრული მამაკაცი დახვდა. მუსიკოსი ახლა გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. წყვილს მომხდართან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.