LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ისრაელ-საქართველოს შორის ფრენების აღდგენის საკითხში შეთანხმება მიღწეულია

ისრაელ-საქართველოს შორის პირდაპირი რეგულარული ფრენების აღდგენის საკითხში დიდი პროგრესია მიღწეულია, – ამის შესახებ ინფორმაციას ფეისბუქის პირად გვერდზე საქართველოში ისრაელის ელჩი რან გიდორი ავრცელებს.

“ძალიან წარმატებული და პროდუქტიული შეხვედრა შედგა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილთან და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან მარიამ ქვირიშვილთან. ტურისტული კავშირებისა და პირდაპირი ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებში დიდი პროგრესია მიღწეული”, წერ ელჩი.

თავის მხრივ, ასევე სოციალურ ქსელში, ამავე თემას ეხმაურება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელიც.

“კიდევ ერთი ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა შედგა ისრაელის ელჩთან საქართველოში. წინ ძალიან სწრაფი ნაბიჯებით მივდივართ იმისთვის, რომ დროულად შედგეს პირველი ავია მიმოსვლა ორ ქვეყანას შორის და ჩვენი ტურიზმის კერძო სექტორი დაუბრუნდეს ჩვეულ ბიზნეს საქმიანობას ისრაელში მათ პარტნიორებთან ერთად”, – წერს Facebook-ის პირად გვერდზე მარიამ ქვრივიშვილი.