საქართველოში “კოვიდ 19”-ის 4 ახალი დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა და მთლიანობაში მათმა რიცხვმა 800-ს მიაღწია. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე ცოტა ხსნის წინ განახლდა.
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 6-ით გაიზარდა და მთლიანობაში ქვეყანაში ვირუსი უკვე 640 ადამიანმა დაამარცხა. გარდაცვლილთა რაოდენობა 1-ით გაიზარდა და 13 გახდა.
ამ ეტაპზე კარანტინის რეჟიმში 2424, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 304 ადამიანი იმყოფება.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა კვლავ სამია.
