LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მომდევნო დღეებში ჰაერის ტემპერატურა 37 გრადუსამდე მოიმატებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში უახლოეს დღეებში ცხელი და უმეტესწილად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 6 ივნისიდან 9 ივნისამდე ქვეყნის თითქმის სრულ ტერიტორიაზე ტემპერატურა მოიმატებს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით.

დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 7 და 8 მაისს +32, +37 გრადუსამდე მოიმატებს, აღმოსავლეთში კი ჰაერი  ბარში +27, +32 გრადუსი იქნება.

თბილ და უნალექო ამინდს პროგნოზირებენ სინოპტიკოსები დედაქალაქშიც. თბილისში მომდევნო დღეების განმავლობაში მოსალოდნელი ჰაერის ტემპერატურა +30, +32 გრადუსი დაფიქსირდება.