LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკავშირის წევრ რამდენიმე ქვეყანასთან ერთად საქართველო ზაფხულის საუკეთესო მიმართულებებს შორის დასახელდა

ავიაკომპანია “AirBaltic” ზაფხულის ტურისტული სეზონის დაწყებასთან დაკავშირებით კომპანიის ბლოგზე სტატიას აქვეყნებს, სადაც სეზონის საუკეთესო მიმართულებებს უწევს რეკომენდაციას. “AirBaltic”-ის ნუსხაში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების გარდა საქართველოც მოხვდა.

Covid19-ის თვალსაზრისით, ყველაზე უსაფრთხო მიმართულებად ევროპაში თბილისი დასახელდა

“ძალიან ადვილია ამ ქვეყნის შეყვარება, რომლის მონახულებაც 1 ივლისიდან შესაძლებელი ხდება. ეწვიეთ საქართველოს მთავრობის ვებ-გვერდს, სადაც ტურისტებისთვის ყველა საჭირო ინფორმაცია არის მოცემული, მოგზაურობის შეზღუდვებთან დაკავშირებით” – აღნიშნულია სტატიაში.

ავიაკომპანია მკითხველებს კახეთის რეგიონის, თბილისისა და მცხეთის მონახულებას ურჩევს და ხაზს უსვამს საქართველოს კულინარიული და ღვინის ტურების განსაკუთრებულობას.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ფეისბუქგვერდზე ავრცელებს.