ინგა გრიგოლიამ თანამდებობდა დატოვა. ორშაბათიდან ტვ “პირველის” დირექტორის პოსტს არხს მფლობელი ვატო წერეთელი დაიკავებს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჯერ ინგამ გრიგოლიამ დაწერა, შემდეგ კი ეს თავად ვატო წერეთელმაც დაადასტურა. მანვე აღნიშნა, რომ ინგა გრიგოლიას შემცვლელის მოძებნაზე არც უფიქრია.
ინგა გრიგოლია ტვ “პირველის” დირექტორობიდან გადადგა
“დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს მეგობარს,ინგა გრიგოლიას,რომლის დირექტორობის დროს ტვ ,,პირველმა,, მიაღწია უდიდეს წარმატებებს, წარმოუდგენლად მოკლე დროში მოახერხა გაეკეთებინა ბევრი ახალი პროექტი, საინტერესო, ყურებადი, შინაარსიანი და დინამიური. ერთი წელიც არ გასულა, რაც მან ეს პოზიცია დაიკავა და მე თვითონვე ვეღარ ვცნობ ჩვენს ტელევიზიას. არ აქვს არც ერთი დასვენების დღე, მუშაობს კვირაში შვიდი დღე ,დილიდან ღამემდე ,დაუჯერებელ ენერგიას ახარჯავს საქმეს, რომელიც ასე ძალიან უყვარს.
შევეცადე,გამეგო მისი გადაწყვეტილების. მიყვარს, ვაფასებ და სულ მაქვს მისი იმედი, დირექტორი იქნება თუ არა, ის სულ დირექტორია ჩემს თვალში. სტატუსითაც და უსტატუსოდაც. წარმატებებს ვუსურვებ ინგას, რომელსაც უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი ტვ ,,პირველის ,,შექმნაში და განვითარებაში და აქვე პირობას ვაძლევ, რომ დავტვირთავ უფრო მეტად)))))))))))).
ინგას შემცვლელის ძებნა არც მიფიქრია, ორშაბათიდან ტვ ,,პირველის,,გენერალური დირექტორი გავხდები მე თავად.წარმატებები ჩვენ ყველას ერთად.
ინგა ,მიყვარხარ!”-წერს ვატო წერეთელი სოციალურ ქსელში.
