LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უცხოეთიდან ჩამოსული ტურისტი ორი კვირა თუ კარანტინში გააჩერე, არ ჩამოვა – თენგიზ ცერცვაძე

“უცხოეთიდან ჩამოსული ტურისტი ორი კვირა თუ კარანტინში გააჩერე, ასეთ შემთხვევაში არ ჩამოვა, არც ჩვენი ტურისტი არ გავა იქ ორკვირიანი კარანტინის ფასად,”-ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ “პირველ არხს” განუცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ საერთაშორისო ტურიზმის გახსნა ყველაზე დიდი საფრთხეა ქვეყნისთვის:

„მე გამოვყოფდი რისკის სამ ეტაპს: 1. საგანგებო ზომების და შეზღუდვების მოხსნა; 2. შიდა ტურიზმის გახსნა და გათავისუფლება; 3. ყველაზე სახიფათო და სარისკო არის საერთაშორისო ტურიზმის გახსნა. პირველი, რისიც გვეშინოდა, ეს გადავიტანეთ უმტკივნეულოდ, არავითარი გართულებები არ მოჰყოლია. შიდა ტურიზმს რა შედეგი მოჰყვება, მაქვს დიდი იმედი, რომ ისევ დარჩება ეს სტაბილური და მშვიდი სიტუაცია. როცა დაიწყებს საერთაშორისო მიმოსვლა, ეს იქნება დიდი გამოცდა ყველა ქვეყნისთვის აბსოლუტურად“,-განაცხადა ცერცვაძემ.

მგონია, რომ მეორე ტალღა იქნება, მაგრამ ნაკლებად ძლიერი, ვიდრე პირველი – თენგიზ ცერცვაძე

ცერცვაძე აღნიშნავს, რომ აუცილებელია ტურისტებს განემარტოთ ის ზოგადი წესები, რასაც მოქალაქეები იცავენ.

“კარანტინი არ არის საჭირო, მაგრამ ტურისტებსაც უნდა განემარტოს ის უნივერსალური ზომები, რასაც ჩვენი მოქალაქეები აკეთებენ: პირბადეების ტარება, ხელების ხშირი დაბანა, სოციალური დისტანცირება და რაც მთავარია, კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს ჯანდაცვის სტრუქტურების მუშაობა“, -განაცხადა ცერცვაძემ.