დღე განპირობებულია მიმართულებადაკარგული მთვარის ნეგატიური ენერგიებით, რამაც შესაძლოა ყურადღების დეფიციტი გამოიწვიოს და არასასურველი ტრავმებისა და ავარიების მიზეზი გახდეს. მოიმატებს კონფლიქტური სიტუაციები, ნუ მიიღებთ ალერგიის გამომწვევ პროდუქტებს.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – კარგი დღეა სარესტავრაციო სამუშაოებისთვის. მოერიდეთ მცენარეების დარგვა-გადარგვას, ქორწინებას, ხელმძღვანელებთან ურთიერთობას, ქორწინებას, ფინანსურ ოპერაციებს, ახალ კავშირებს.
ჯანმრთელობა – სუსტდება ძვლოვანი და ნერვული სისტემა, სახსრები, მუხლები და მხედველობის ზონა.
დღის ფერები და მინერალები – ყავისფერი, კრემისფერი, მწვანე, წითელი, ვარდისფერი და ყვითელი. მინერალებიდან გამოიყენეთ ონიქსი, ქრიზოპრაზი, საფირონი და აქვამარინი.
ზოდიაქოს ნიშნები – დადებითი დღეა ვერძისთვის, დაძაბულია დღე კუროსა და კირჩხიბისათვის.
