ნიდერლანდებში წაულებს დახოცავენ. ქვეყნის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ასეთი გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც კორონავირუსი წაულებისგან სულ მცირე 2 ადამიანს მაინც გადაედო.
ამის შესახებ Deutsche Welle წერს.
ნიდერლანდების სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაწყვეტილება გარემოსდამცველებმა გაასაჩივრეს, თუმცა 5 ივნისს სასამართლომ უწყების სასარგებლოდ მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება.
გამოცემის ცნობითვე, წაულების ინფიცირების პირველი შემთხვევები ნიდერლანდებში ჯერ კიდევ აპრილში დაფიქსირდა. ცხოველებს დაავადება მომვლელებისგან გადაედოთ. მაისში დადასტურდა დაავადებული ცხოველიდან ადამიანის ინფიცირების ორი შემთხვევა.
ოფიციალური მონაცემებით, ნიდერლანდებში სულ წაულების 140 ფერმაა, რომლებიც ყოველწლიურად საშუალოდ 90 მილიონი ევროს ღირებულების ბეწვის ექსპორტს ახორციელებენ.
