სარკინიგზო მიმოსვლა სავარაუდოდ 15 ივნისიდან აღდგება. “საქართველოს რკინიგზა” მგზვრთა გადაყვანისთვის მზად არის.
როგორც უკვე ცნობილია, ყველა მგზავრს მოუწევს იმ რეკომენდაციების შესრულება, რაც ჯანდაცვის სამინისტრომ გასცა.
„რეკომენდაციების შემუშავების პროცესში საქართველოს რკინიგზაც იყო ჩართული. ჩვენ ამ პერიოდის განმავლობაში ვაცხადებდით, რომ მზად ვართ, მგზავრების უსაფრთხო გადაყვანისთვის, რაც ჩვენი მხრიდან ყველა რეგულაციის შესრულებას გულისხმობს. ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად შემუშავებული გვაქვს მგზავრობის სპეციალური ინსტრუქცია. კერძოდ, ვაგონოს შესასვლელებში გამცილებლები მგზავრებს ჩაუტარებენ თერმოსკრინინგს, მატარებელში შესვლისთანავე მათ უნდა გაიარონ დეზობარიერი და ხელები დაიმუშაონ სადეზინფექციო ხსნარებით. მნიშვნელოვანია, მგზავრებმა წინასწარ იცოდნენ, რომ უნდა დაიცვან სოციალური დისტანცია. ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების არსებობის შემთხვევაში, არ გამოცხადდნენ გასამგზავრებლად. არ დაიშვებიან მგზავრები პირბადის გარეშე და მგზავრობის პერიოდში არ აქვთ ნიღბის მოხსნის უფლება“,-განაცხადა “პირველ არხთან” „საქართველოს რკინიგზის“ სამედიცინო სამსახურის უფროსმა, ნიკა კაჭარავამ.
რაც შეეხება სამგზავრო ბილეთის ფასს, როგორც რკინიგზაში აცხადებენ, მგზავრობის საფასური არ გაძვირდება.
