სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ინფორმაციით, სომხეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 100 ათასს აჭარბებს.
„ზოგიერთი ანალიზი აჩვენებს, რომ ჩვენ ქვეყანაში, ამ დროისთვის, 100 000-ზე მეტი ინფიცირებულია”, – წერს სოციალურ ქსელში.
სომხეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში, 10 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა და მსხვერპლთა საერთო რაოდენობამ 200 შეადგინა. ვირუსი კი, 766 ადამიანს დაუდგინდა.
