LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 1 ადამიანი დაინფიცირდა, 11 კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 1 ადამიანი დაინფიცირდა, 11 კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია ვებგვერდ StopCov.ge-ზე გამოქვეყნდა.

საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 809 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 674 უკვე გამოჯანმრთელდა, 13 ადამიანი კი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 3161 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 285.