LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქეით მიდლტონმა „ძველი კაბა“ მოირგო

ზედმეტად გაგრძელებული თვითიზოლაციის პირობებში ქეით მიდლტონს მხოლოდ ონლაინ-რეჟიმში შეუძლია თაყვანისმცემელთან ურთიერთობა, რასაც სისტემატურად ახორციელებს. რამდენიმე დღის წინ ქეითმა ავტრალიელ მედიკოსებს და მეხანძრეებს გადაუხადა მადლობა, რომლებიც კორონავირუსთან ერთად ბოლო დროს გახშირებულ ხანძრებსაც ებრძვიან.

მორიგი ონლაინ-მიმართვისთვის მომავალმა დედოფალმა განსაკუთრებული სამოსი – ყვითელი ფერის კაბა შეარჩია დეკოლტით, რომელიც 2014 წელს ისევ ავსტრალიაში მოგზაურობისას მოირგო. ამგვარი ჟესტით ქეითმა პატივისცემა გამოხატა იმ გმირების მიმართ, რომლებიც ყველაზე რთულ მომენტებშიც არა საკუთარ თავზე, არამედ სხვებზე ზრუნავენ. ძველი კაბა ქეითმა ახალი სამკაულით – ოქროს საყურეებით დაამშვენა და პრაქტიკულად სრულად თქვა უარი მაკიაჟზე.