კორონავირუსის პანდემიის გამო გაჩერებული წარმოება და შემდეგ გაყიდვების მაჩვენებლის ვარდნა გახდა იმის მიზეზი, რომ BMW–მ ხარჯების შემცირებაზე დაიწყო ფიქრი და თანამშრომელთა გაშვებაც უწევს.
უკვე ძალიან ბევრმა ავტომწარმოებელმა დაადასტურა, რომ მძიმე ფინანსური სიტუაციის გამო თანამშრომელთა სამსახურიდან დათხოვნას აპირებს. გამონაკლისი არც ბავარიელები აღმოჩნდნენ და ოფიციალური ინფორმაციით, ისინი 5 ათასამდე ადამიანის გაშვებას აპირებენ. მიზეზი რა თქმა უნდა, პანდემიაა.
2020 წლის პირველ ნახევარში ბრენდის გლობალური გაყიდვების მაჩვენებელი 6,4%–ით შემცირდა, მეორე ნახევარში კი ანალიტიკოსები სიტუაციის კიდევ უფრო გაუარესებას ელოდებიან. კონცერნი ყველაზე ნეგატიური პროგნოზისთვის ემზადება და წელს შემოსავლის მიღებას საერთოდ გამორიცხავს.
შტატების შემცირება კომპანიას საკმაოდ დიდ თანხას დააზოგინებს და კრიზისის გადალახვაში დაეხმარება. ხოლო იმისთვის, რომ ეს პროცესი ნაკლებად მტკივნეული იყოს ყველა დაზარალებული კომპენსაციას მიიღებს.
